Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი განიხილავს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ანგარიში ასახავს ქვეყანაში არსებულ ყველა ძირითად პრობლემას, ამიტომ მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს ვერ მიიღებს. „როცა ყველა მხრიდან კრიტიკას ვიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიში ობიექტურია“ - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა. მისი განმარტებით, ანგარიშში მოხვდა ზოგიერთი, საზოგადოებისთვის საყურადღებო ერთეული შემთხვევაც იმ მიზნით, რომ არ გადაიქცეს უფრო სერიოზულ პრობლემად.

XS
SM
MD
LG