Accessibility links

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე 18 მაისს, ვარშავაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ჟურნალისტებს უთხრა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი 16 მაისს შეხვდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს და აღნიშნული თანამდებობის დაკავება მიულოცა. ამის გამო საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტებისათვის დაიბარეს ევროკავშირის ელჩი. საქართველოში ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი კი მოითხოვს, რომ ზალბერი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი განცხადების ავტორი, აღარ იყოს ჟენევაში თანათავმჯდომარე.

XS
SM
MD
LG