Accessibility links

ოპოზიციურმა პარტიებმა ვენეციის კომისიას მიმართეს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის გამო


მოძრაობაში - „დაიცავი კონსტიტუცია“ - გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას მიმართეს წერილით, რომელშიც უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის გამო. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, პროექტი წარმოადგენს ერთი პოლიტიკური ძალის ცალმხრივ დოკუმენტს, რომლის მიზანია ამომრჩევლის ნების მიუხედავად, ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენა. ძირითადი საკითხები, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად არ ეთანხმებიან, არის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შეცვლა და პარლამენტის არჩევნების სისტემა, რომლის თანახმად, პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს ყველა გაუნაწილებელ ხმას და აიკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნა. „კონსტიტუციის პროექტი, მიღების შემთხვევაში, იქნება არა მხოლოდ დემოკრატიის მხრივ უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, არამედ ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნად ქცევისა და არაფორმალური მმართველობის დაკანონების გზაზე, მოახდენს პოლიტიკური ველის ხელოვნურ მარგინალიზებას, აიძულებს მას სისტემის გარეთ გასვლას და უკიდურესად არაპროგნოზირებადს გახდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას” - ნათქვამია ოპოზოციური პარტიების მიერ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილში.

XS
SM
MD
LG