Accessibility links

საქალაქო სასამართლომ დაიწყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა. დღევანდელ სხდომაზე გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ მისი ჩხრეკა და დაკავება თბილისის აეროპორტში არ მომხდარა. „როდესაც ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამის მერე მოხდა აუხსნელად დაკავება და ერთადერთი, რაც იყო ჩემთვის განცხადებული, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას,ჩხრეკა კი მოხდა პროკურატურაში და განმარტება არ მოუციათ”, – განაცხადა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ. მას პროკურატურა ადანაშაულებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ანგარების მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში. მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიაში გამგზავრების წინ. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG