Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


ირანში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე. გამოკითხვების თანახმად, კანდიდატებს შორის ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი, შედარებით ზომიერი შეხედულებების მქონე ჰასან როჰანი და კონსერვატორული ორიენტაციის ყოფილი პროკურორი, ებრაჰიმ რაისი. ირანის საშინაო პოლიტიკაში არაერთი პრობლემაა შექმნილი, მათ შორის მაღალი უმუშევრობა. როჰანი ხელმძღვანელობდა ბირთვული პროგრამის თაობაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, რამაც საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება მოიტანა. როჰანი ამჟამად აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაიზრდება კავშირები დასავლეთთან და ირანელებს გაეზრდებათ თავისუფლების ხარისხი. მისი კონკურენტი, 56 წლის რაისი, გავრცელებული ცნობებით, სარგებლობს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ნდობით. ხამენეი ირანში პოლიტიკურ, სამხედრო და რელიგიურ ძალაუფლებას ფლობს და აქვს საიმისო უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს საპრეზიდენტო კამპანიაზე, ან პრეზიდენტის გეგმები შეცვალოს.

XS
SM
MD
LG