Accessibility links

კიევში განახლდა იანუკოვიჩის სასამართლო პროცესი, ექსპრეზიდენტის ვიდეოჩვენება არ განხორციელდა


უკრაინის სასამართლომ განაახლა სამშობლოს ღალატის საქმის განხილვა ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარშემო - თუმცა, თავად ექსპრეზიდენტთან ვიდეო-კავშირი არ განხორციელებულა, როგორც ამას მანამდე იუწყებოდნენ. 18 მაისის წინასწარი განხილვის დროს იანუკოვიჩის ადვოკატმა, ვიტალი სერდიუკმა მოსამართლე ვლადისლავ დევიატკოს მიმართა თხოვნით აეხსნა ტექნიკურად როგორ უნდა განხორციელებულიყო ვიდეო კავშირი. შესვენების შემდეგ მოსამართლემ თქვა, სასამართლო არასოდეს გეგმავდა პროცესის წინასწარ ეტაპზე ვიდეო კავშირის გამართვასო. იანუკოვიჩი პოსტიდან 2014 წლის თებერვალში გადადგა და რუსეთს მიაშურა, მასობრივი საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ უარი ეთქვა საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთან და სანაცვლოდ მოსკოვთან გაეღრმავებინა ურთიერთობა. იანუკოვიჩს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რუსეთის აგრესიის ხელშეწყობა. მას კიევში დაუსწრებლად ასამართლებენ.

XS
SM
MD
LG