Accessibility links

ცხარე დაპირისპირება სერბიაში საბაგირო გზის პროექტის თაობაზე


დასავლეთ სერბიიდან ასობით ადამიანმა გაიარა 200 კილომეტრამდე, რათა დედაქალაქ ბელგრადში ჩასულიყო და საპროტესტო აქცია გაემართა სამთო საბაგირო გზის პროექტის თაობაზე. 19 მაისს მათ აქცია გამართეს მთავრობის შენობის წინ. დემონსტრანტები მხარს უჭერენ ზლატიბორში საბაგირო გზის აგებას, რასაც ქვეყნის მშენებლობის სამინისტრო აფერხებს. პროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს დასავლეთ სერბიაში ტურიზმის განვითარებას. მაგრამ გეგმის ხორცშესხმას ხელს უშლის ადგილობრივ მერსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG