Accessibility links

საუდის არაბეთი ტრამპის ვიზიტისაგან ელოდება ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას


საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტი გააძლიერებსორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. აშშ-ის პრეზიდენტის რიადში ჩასვლის შემდეგ აღნიშნული კომენტარი, საუდის არაბეთის მეფემ, აბდელ აზიზ ალ საუდმა 20 მაისს ტვიტერით გაავრცელა. საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაუარესდა ირანთან, საუდის არაბეთს მტერთან პრეზიდენტ ბარაკ ობამას დამოკიდებულების გამო. დონლად ტრმაპი კი აკრიტიკებდა, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას, რაც სანქციების შერბილებას ითვალისწინებდა. აშშ-ს პრეზიდენტს ტურნეში თან ახლავს, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის ოფიციალური პირები. მოელიან, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 21 მაისს სიტყვით გამოვა რიადის რეგიონულ სამიტზე და მუსლიმანური სამყაროს ლიდერებს მოუწოდებს, რომ ერთიანი ძალით შეებრძოლონ ექსტრემიზმსა და შეუწყნარებლობას. 19 მაისს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში, ისრაელში, იტალიაში, ვატიკანსა და ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტები გაამყარებს ვაშინგტონის ურთიერთობას მთავარ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG