Accessibility links

ჰასან როჰანი მეორე ვადით აირჩიეს ირანის პრეზიდენტად


ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა 19 მაისის არჩევნებში და მეორე ოთხწლიანი ვადით დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს. მინისტრმა აბდოლრეზა რაჰმანი-ფაზიმ 20 მაისს არჩევნების შედეგები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დასრულდა ბიულეტენების დათვლის პროცესი. საბოლოო მონაცემებით, ჰასან როჰანის ამომრჩეველთა 57 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, ყოფილ პროკურორ რაისის კი - 38,3%-მა. ირანის პრეზიდენტის არჩევნებში კი საარჩევნო ხმის მქონე მოქალაქეთა 73%-მა მიიღო მონაწილეობა. ეს არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც 2015 წელს თეირანმა მნიშვნელოვანი ბირთვული შეთანხმება გააფორმა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. ამ შეთანხმებით, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, მნიშვნელოვნად შეიზღუდა თეირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც, დასავლეთში ბევრის აზრით, იყო ნაწილი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობისა.

XS
SM
MD
LG