Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს გადაეცა საუდის არაბეთის უმაღლესი ჯილდო


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საუდის არაბეთის მეფემ სალმან აბდელ აზიზმა გადასცა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, დინასტიის დამაარსებლის მეფე აბდელ აზიზის მედალი, აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევისათვის „რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გამართული მოლაპარაკებების დროს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საუდის არაბეთის მიერ ასი მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული შეიარაღების შეძენის შესახებ. აღნიშნავენ, რომ შეთახმება მიმართულია „ირანის“ საფრთხის“ წინააღმდეგ და ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოების მიმართ. ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია ასევე საჰაერო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის განვითარების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG