Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ახალი სტრატეგია აქცენტს აკეთებს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაზე


პენტაგონი კონცენტრირებულია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე და ესწრაფვის, გაანადგუროს უცხოური დაჯგუფებები, ვიდრე დაქირავებულები შეძლებდნენ უკან, დასავლეთის ქვეყნებში დაბრუნებას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა 19 მაისს განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებსაც აცნობა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა თავდაცვის უწყების შესაბამის რეკომენდაციას. ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფებში მებრძოლები უცხოელი დაქირავებულები რეალურ საფრთხეს უქადიან პარიზს, დეტროიტს, კუალა-ლუმპურსა და ტუნისს. აშშ-ის სამხედრო უწყების ტაქტიკა ითვალისწინებს ექსტრემისტების სამხედრო ძალების ალყაში მოქცევას, მათ გამოდევნას სამალავებიდან და განადგურებას.

XS
SM
MD
LG