Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ვიზიტის დროს გაფორმდა 110-მილიარდიანი სამხედრო კონტრაქტი საუდის არაბეთთან


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის განმავლობაში, აშშ-ის და საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 350 მილიარდი დოლარზე მეტი მოცულობის შეთანხმებას, საიდანაც 110 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია რიადისათვის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვისათვის. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ იბნ აჰმედ ალ ჯუბეირმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს უწოდა „ისტორიული“. 19 მაისს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში, ისრაელში, იტალიაში, ვატიკანსა და ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტები გაამყარებს ვაშინგტონის ურთიერთობას მთავარ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 21 მაისს სიტყვით გამოვა რიადის რეგიონულ სამიტზე და მუსლიმანური სამყაროს ლიდერებს მოუწოდებს, რომ ერთიანი ძალით შეებრძოლონ ექსტრემიზმსა და შეუწყნარებლობას.

XS
SM
MD
LG