Accessibility links

„ისლამური სახელმწიფო“ კარგავს ტერიტორიებს დასავლეთ მოსულში


ერაყის ოფიციალური ინფორმაციით, ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაკარგა ტერიტორიების მეოთხედი ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში. ექსტრემისტები კვლავ ინარჩუნებენ ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის რამდენიმე კვარტალს, მათ შორის ძველი ქალაქის ტერიტორიას, რომლის გარშემოც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ერაყის სპეცრაზმის ხელმძღვანელობამ 20 მაისს განაცხადა, რომ მისი მებრძოლები, რომლებიც დასავლეთ მოსულში შევიდნენ, პრემიერ-მინისტრი ბრძანების შემთხვევაში, მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ ნებისმიერი სამხედრო ძალისათვის. მოსულის ძველ ქალაქში, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული, ექსტრემისტების დაახლოებით 500-კაციანი დაჯგუფება ცოცხალ ფარად იყენებს მოსახლეობას. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ისტორიულ ძველ ქალაქში უნდა იმყოფებოდეს ეგრეთწოდებული ისლამური ხალიფატის დამაარსებელი აბუ ბაქარ ალ ბაღდადი. ერაყის არმიამ აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით ქალაქ მოსულის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

XS
SM
MD
LG