Accessibility links

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საქართველოს ბევრი რაიონი დააზარალა


ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქვემო ქართლის რეგიონი დააზარალა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები დააზიანა. სტიქიის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, სადაც 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლები დააზიანა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში, საქობოსა და ჩადუნიანში ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ. დავითაშვილის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით 38 ათასი ჰექტარია დაზიანებული.

XS
SM
MD
LG