Accessibility links

20 სამართალდამცველი დაიღუპა ექსტრემისტების ხელით სამხრეთ ავღანეთში


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 10 სამართალდამცველი დაიღუპა შეიარაღებული ექსტრემისტების მიერ განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმების შედეგად სამხრეთ ავღანეთში. ხოლო დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ სასტუმროზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაცვის წევრი და შვედური საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის გერმანელი თანამშრომელი. ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომელი, ფინეთის წარმომადგენელი ქალი - თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს. ზაბულის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის გულ ისლამ სეიალის ინფორმაციით, კოორდინირებული თავდასხმა 20 მაისს, ერთბაშად რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა ზაბულის პროვინციაში მომხდარ თავდასხმებზე.

XS
SM
MD
LG