Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა მასალები ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის შესახებ


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მოითხოვა მასალები 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ. პროკურატურის მიერ დღეს, 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ მედიასაშუალებებით არაერთხელ მიუთითა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, თუმცა აუდიტის სამსახურმა მასალები არ გაასაჯაროვა და რეაგირების მიზნით არ გაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოს. „ვინაიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG