Accessibility links

ტრამპი ისრაელში ჩავიდა „გადამწყვეტი შეთანხმების“ მიღწევის მიზნით


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 22 მაისს ჩავიდა ისრაელში, სადაც დაიწყო ორდღიანი ვიზიტი. ტრამპის მიზანია, წინსვლა პალესტინელებსა და ისრაელს შორის, როგორც თვითონ უწოდა, „გადამწყვეტი შეთანხმების“ მიღწევის საქმეში. ტრამპი ცალ ცალკე შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს, და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს, რათა ახალი იმპულსი მისცეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც 2014 წლიდან ჩიხშია. ამის ფონზე ტრამპის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ დიდ გარღვევას არ უნდა მოველოდეთ, რომ ეს ვიზიტი უფრო სიმბოლური ხასიათისაა. ისრაელის გაზეთ "ჰაიომისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი ისრაელში, დევიდ ფრიდმანი აცხადებს, რომ ტრამპის მიზანი ახლა უბრალოდ დაწყებაა დისკუსიისა, რომელიც, იმედია, მშვიდობამდე მიგვიყვანს.

XS
SM
MD
LG