Accessibility links

თურქეთში იწყება გადატრიალების მცდელობის მომწყობთა სავარაუდო ლიდერების სასამართლო პროცესი


თურქეთში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ გადატრიალების მცდელობის მომწყობთა სავარაუდო ლიდერების, 220 ეჭვმიტანილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოანის მიმართ პუტჩის მცდელობა მოხდა შარშან, ივლისში. პროცესზე, რომელიც 22 მაისს დაიწყო ანკარაში, ასამართლებენ სხვათა შორის, 26 ყოფილ გენერალს. ერდოანის მთავრობა აცხადებს, რომ პუტჩის მცდელობის უკან იდგა აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირი, ფეთულა გიულენი, რომელიც ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. გიულენი აშშ-ში თვი- ემიგრაციაში იმყოფება, 220 ბრალდებულს შორის მისი გვარიც არის.

XS
SM
MD
LG