Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა საუდის არაბეთში გამართული სამიტი გააკრიტიკა


ირანის პრეზიდეტმა, ჰასან როჰანიმ, გააკრიტიკა საუდის არაბეთში გამართული მაჰმადიანური ქვეყნების სამიტი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი, ტრამპი მონაწილეობდა და შეხვედრას უწოდა შოუ, რომელსაც მნიშვნელობა არ ჰქონდა. როჰანიმ პრესკონფერენციაზე, 22 მაისს, სამი დღის შემდეგ მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, განაცხადა, კენჭისყრის შედეგმა დაადასტურა, რომ ირანელები მსოფლიოსთან „ზომიერებას“ და „ჩართულობას“ უჭერენ მხარს. ტრამპმა რიადში გამოსვლისას ირანი დაადანაშაულა კონფლიქტის და ტერორის წაქეზებაში, ის ირანის იზოლაციისკენ მოწოდებით გამოვიდა. როჰანიმ თქვა, რომ შეხვედრა საუდის არაბეთში მხოლოდ შოუ იყო ყოველგვარი პრაქტიკული და პოლიტიკური ფასეულობის გარეშე. როჰანის კრიტიკა მოჰყვა ტრამპის განცხადებას 22 მაისს ისრაელში, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტების და შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსება და რომ მას არასოდეს უნდა დაერთოს ნება, იქონიოს ბირთვული იარაღი.

XS
SM
MD
LG