Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში მყოფი ტრამპი აკრიტიკებს „საშინელ“ ხელშეკრულებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მწვავედ გააკრიტიკა „საშინელი“ ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანთან გაფორმდა და განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს „ტერორისტების და გასამხედროებული ჯგუფების“ მხარდაჭერა და მას „არასოდეს“ არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღიო. ტრამპი ამ განცხადებებით იერუსალიმში გამოვიდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დასაწყისში. მისი თქმით, 2015 წელს გაფორმებულმა შეთანხმებამ ირანს გაუჩინა „დაცულობის“ განცდა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერამ ისრაელს გზა გაუხსნა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დასაახლოვებლად, მათ შორის ქვეყნებთან, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური კავშირებიც არ აქვთ.„ჩვენ მათ სასიცოცხლო არტერია მივეცით, მივეცით სიმდიდრე და კეთილდღეობა და შესაძლებლობა ტერორი გააგრძელონო“ - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველ საერთაშორისო ტურნეს ატარებს. ისრაელში ის საუდის არაბეთიდან ჩავიდა. ტრამპი აცხადებს, რომ არსებობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების „იშვიათი შესაძლებლობა“.

XS
SM
MD
LG