Accessibility links

მანჩესტერში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა 


სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. მანჩესტერის მთავარმა კონსტებლმა, იან ჰოპკინსმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა განახორციელა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თავადაც დაიღუპა. ჰოპკინსმა აღნიშნა, რომ ამჟამად პოლიცია იკვლევს ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები. აფეთქების მომენტში „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი. მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული შეტევა უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მეის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს, რათა დაადგინოს მომხდარის ყველა დეტალი. მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო, საარჩევნო კამპანია შეაჩერეს ბრიტანელმა კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG