Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და ბინალი ილდირიმის პირისპირ შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოსა და თურქეთის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა. პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 22 მაისს, საღამოს ეწვია. მის თანმხლებ დელეგაციაში არიან თურქეთის საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის მინისტრები. თბილისში ოფიციალური ვიზიტისას თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი შეხვდებასაქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც.

XS
SM
MD
LG