Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანჩესტერის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი აფეთქებისას დაიღუპა


მანჩესტერის ოლქის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც მანჩესტერის არენაზე აფეთქება მოაწყო, სავარაუდოდ თავადაც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იან ჰოპკინსმა გაავრცელა. სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მომენტში, რომლის ეპიცენტრიც დარბაზის ფოიე გახლდათ, „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი. პოლიციის თანახმად, თავდამსხმელი, რომელმაც აფეთქება თვითნაკეთი მოწყობილობით განახორციელა, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. ამასთან პოლიცია ინტენსიურად მუშაობა, რათა დაადგინოს თავდამსხმელის ვინაობა და იყო თუ არა ის, რომელიმე ტერორისტული ქსელის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG