Accessibility links

„მძლავრი აფეთქების“ ხმა გაისმა მანჩესტერის არნდეილის სავაჭრო ცენტრში


ვრცელდება ცნობები, რომპანიკაში მყოფი ადამიანები გამორბიან მანჩესტერში მდებარე არნდეილის სავაჭრო ცენტრიდან, სადაც, თვითმხილველთა ინფორმაციით, გაისმა მძლავრი აფეთქების ხმა. „როიტერის“ ცნობით, პოლიციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია სავაჭრო ცენტრის მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან და ოფისებიდან. არნდეილის სავაჭრო ცენტრი მანჩესტერში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო დაწესებულებაა. ამ ინცინდენტის ფონია, ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქება, რასაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 - დაიჭრა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, თავდასხმას უწოდა „უსასტიკესი ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელი ვინაობა.

XS
SM
MD
LG