Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაადგინა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა


„პოლიციამ და უსაფრთოხების სამსახურებმა იციან თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ვინაობის გამჟღავნება“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია მანჩესტერში წუხელ მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მომენტში, რომლის ეპიცენტრიც დარბაზის ფოიე გახლდათ, „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი. ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მარტოხელა ტერორისტმა ააფეთქა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არენის შესასვლელის მახლობლად. „მან შეგნებულად შეარჩია ისეთი ადგილი და დრო, რათა თავდასხმას მაქსიმალური ზიანი, ადამიანების განურჩეველი დახოცვა და დაჭრა მოჰყოლოდა“, - განაცხადა ტერეზა მეიმ. მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო, საარჩევნო კამპანია შეაჩერეს ბრიტანელმა კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG