Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბანის თავდასხმის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 10 ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. თავდასხმა წუხელ მოხდა აჩაკზაის სამხედრო ბაზაზე. შეტაკებაში, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 12 თავდამსხმელი მოკლეს. თალიბანმა და სხვა უკანონო ფორმირებებმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ავღანეთის მასშტაბით. ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 21 მაისს საავიაციო თავდასხმის შედეგად თალიბანის 8 წევრი გაანადგურეს ყუნდუზის პროვინციაში. მოკლულთა შორის არის დოსტ მოჰამადი, თალიბანის ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი.

XS
SM
MD
LG