Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა „სამშვიდობო კომპრომისისაკენ“ მოუწოდა ისრაელსა და პალესტინას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ისრაელსა და პალესტინას მოუწოდა რათა მიაღწიონ კომპრომისს მშვიდობის გულისთვის. 23 მაისს იერუსალიმში მდებარე ისრაელის მუზეუმში სიტყვით გამოსვლის დროს, ტრამპა გაიმეორა, რომ „მისი ადმინისტრაცია ყოველთვის იქნება ისრაელის მხარდამჭერი“. ორდღიანი ვიზიტის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან საუბარმა მას ჩაუსახა იმედი, რომ „პალესტინელები მზად არის მშვიდობისათვის“. ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მწვავედ გააკრიტიკა „საშინელი“ ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანთან გაფორმდა და განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს „ტერორისტების და გასამხედროებული ჯგუფების“ მხარდაჭერა და მას „არასოდეს“ არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღიო.

XS
SM
MD
LG