Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ქუმსიშვილი უარყოფს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას თურქეთში


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უარყოფს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და აცხადებს, რომ დიმიტრი მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა და მხოლოდ საერთო, პროტოკოლური ფოტო გადაიღეს. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე ფოტოს გადაღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ფოტოს, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი და დიმიტრი მედვედევი გვერდიგვერდ დგანან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტს, რომელიც ორგანიზაციის დაარსების 25-ე წლისთავს მიეძღვნა, 22 მაისს თურქეთმა უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG