Accessibility links

ჯონ ბრენანმა სენატს ბორტნიკოვთან საუბრის დეტალები გააცნო


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი აცხადებს, რომ პირადად დაუკავშირდა რუსეთის უშიშროების მთავარი უწყების ხელმძღვანელობას და აცნობა მას ის საჩივრები, რაც არსებობდა რუსეთის მხრიდან ამერიკელ დიპლომატებზე განხორციელებული დევნისა და აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ. 23 მაისს, სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდ ბორტნიკოვთან საუბარი გასული წლის აგვისტოში გაიმართა. იმავე თვეში, ბრენანის თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაიწყო გამოძიება რუს მოხელეებსა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს შორის სავარაუდო კავშირების თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG