Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა მანჩესტერის „ტერორისტული თავდასხმის“ განხორციელებაში ეჭვმიტანილი


ბრიტანეთის პოლიციამ გამოაცხადა მანჩესტერის ტერორისტულ თავდასხმის განხორციელებაში ეჭვმიტანილის ვინაობა. ეს არის 22 წლის სალმან აბედი. 22 მაისს მანჩესტერში, პოპ-მუსიკის კონცერტის დროს მომხდარ ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის თექვსმეტ წლამდე ასაკის 12 მოზარდია. მანამდე ექსტრემისტულმა ორგანიზაცია, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მანჩესტერში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა წევრმა ჩაიდინა. „ხალიფატის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შეიტანა ბომბი ხალხში“, - იუწყება ექსტრემისტული დაჯგუფების საიტი, რომელიც შეიცვას მუქარას, შემდგომი თავდასხმების შესახებ. მანჩესტერის პოლიციის უფროსმა, იან ჰოპკინსმა თქვა, რომ თვითმკვლელურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 22 წლისა იყო. პოლიციის თანახმად, ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 23 წლის კაცი. „დეილი ტელეგრაფი“ იტყობინებოდა, რომ ეჭვმიტანილის მშობლები ინგლისში ლიბიიდან ჩავიდნენ, როგორც ლტოლვილები, რომლებიც მუამარ ყადაფის რეჟიმს გაექცნენ. აფეთქების მომენტში, რომლის ეპიცენტრიც დარბაზის ფოიე გახლდათ, „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი.

XS
SM
MD
LG