Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააკავეს კირილ სერებრენიკოვი?


რატომ დააკავეს კირილ სერებრენიკოვი?
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

ცნობილი რუსი კინემატოგრაფისტი, კირილ სერებრენიკოვი დააკავეს ეფესბეს მიერ მის სახლში განხორციელებული ჩხრეკის შედეგად. როცა სერებრენიკოვი სახლიდან გამოჰყავდათ, მან თქვა, რომ არ იცის, რა ბრალდებით აპატიმრებენ. ეფესბეს თანამშრომლებმა ის და მისი ადვოკატი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ეფესბემ ჩხრეკა ჩაატარა მოსკოვის გოგოლის სახელობის თეატრშიც, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა სერებრენიკოვი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, ორი ჩხრეკა ჩატარდა თეატრში თანხების გაფლანგვის ეჭვთან დაკავშირებით. სერებრენიკოვი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა ხოლმე. კულტურის ცნობილი მუშაკების აზრით, მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

XS
SM
MD
LG