Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი რომში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალ ტრამპი რომში ჩავიდა. მას დაგეგმილი აქვს ვატიკანში სტუმრობა და 24 მაისს პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა. ტრამპი განაგრძობს მოგზაურობას და ვატიკანის შემდეგ ის ბრიუსელში, 25 მაისს ნატოს სამიტს დაესწრება, რასაც მოჰყვება იტალიაში დაბრუნება და იქ, სიცილიაზე, „დიდი შვიდიანის“ სამიტში მონაწილეობის მიღება. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობა დაიწყო საუდის არაბეთში, საიდანაც ორდღიან ვიზიტად ისრაელს ესტუმრა.

XS
SM
MD
LG