Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: მარატ კულახმეტოვი ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ცხინვალში ელჩად დანიშნული მარატ კულახმეტოვი ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელია და მის “ელჩად” დანიშვნაზე არ შეიძლება იყოს რაიმე კომენტარი. „ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა დასრულდეს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტების წარმომადგენლობა, შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა და რაც მთავარია, საზოგადოებების გაერთიანება", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ. 23 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელჩად დანიშნა მარატ კულახმეტოვი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსულ სამშვიდობო ძალებს. ოკუპირებულ ცხინვალში ელჩად დანიშვნამდე კულახმეტოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.

XS
SM
MD
LG