Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელები ცივად შეხვდნენ ტრამპის გეგმას საგარეო დახმარების შემცირებასთან დაკავშირებით


კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლები ცივად შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას საგარეო დახმარებისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირების შესახებ. „ბიუჯეტი ადგილზე რჩება“ - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა, სენატის დიპლომატიურ და საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელი ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ. „თუ ბიუჯეტს ამ ფორმით განვახორციელებთ, მოგიწევთ დაშორდეთ მსოფლიოს და საფრთხის წინაშე დააყენოთ მრავალი ადამიანი“ - განაცხადა გრემმა. ტრამპის წინადადების თანახმად, 2018 წელს 32%-ით, ანუ დაახლოებით 19 მილიარდი დოლარით, უნდა შემცირდეს შეერთებული შტატების დიპლომატიისა და საგარეო დახმარების დაფინანსება. ფინანსური დახმარების შემცირების სამიზნედ ძირითადად იქცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ხარჯები, რაშიც არ იგულისხმება ნატო. 2017 წელთან შედარებით, ასევე განახევრდება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. „მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ვდგავართ, კი არ უნდა შევამციროთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ანტიტერორისტულ, ჰუმანიტარულ და სამართლებრივი დაცვის პროგრამებს“ - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ედვარდ როისმა. თვით გაეროში ტრამპის საკუთარმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმაც კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გეგმა კონგრესის მხარდაჭერას ვერ დაიმსახურებს.

XS
SM
MD
LG