Accessibility links

რომის პაპმა ფრანცისკემ დონალდ ტრამპს მოუწოდა, იტვირთოს მშვიდობისმქმნელის ფუნქცია


ვატიკანში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გამართული მიღებაზე რომის პაპმა ფრანცისკემ სტუმარს მოუწოდა, მშვიდობისმქმნელის ფუნქცია იტვირთოს. ტრამპი თავის მასპინძელს დაჰპირდა, რომ მუდამ ემახსოვრება პაპის ეს სიტყვები. აუდიენცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან პირადი შეხვედრის შემდეგ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია და ოჯახის სხვა წევრები, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი, ფოტოსესიაზე შეიკრიბნენ. შემდეგ ტრამპმა რომში მოლაპარაკება გამართა იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან. და პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG