Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი რომიდან ბრიუსელში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ის ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 24 მაისისთვის დაგეგმილი იყო ბელგიის სამეფო წყვილთან შეხვედრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, შარლ მიშელთან მოლაპარაკება. 25 მაისს ტრამპი შეხვდება ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ იუნკერს და სხვა ლიდერებს ევროკავშირისა, ასევე დაესწრება, ნატოს სამიტს. ვატიკანში, რომში, საიდანაც ტრამპი ბრიუსელში გაფრინდა, ტრამპისთვის გამართულ მიღებაზე რომის პაპმა ფრანცისკემ სტუმარს მოუწოდა, მშვიდობისმქმნელის ფუნქცია იტვირთოს. ტრამპი თავის მასპინძელს დაჰპირდა, რომ მუდამ ემახსოვრება პაპის ეს სიტყვები. მათი აუდიენცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა

XS
SM
MD
LG