Accessibility links

ბრიტანეთის პოლიცია მანჩესტერის თავდასხმასთან კავშირში „ქსელს“ იძიებს


მანჩესტერის პოლიციის უფროსის, იან ჰოპკინსის თქმით, ცხადია, რომ რასაც პოლიცია იძიებს, ეს არის „ქსელი“. ჰოპკინსმა ეს განაცხადა მანჩესტერში 22 მაისს მომხდარი თავდასხმის გამოძიების თაობაზე. ამ ტერორისტულ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 59-ს უდრის. იან ჰოპკინსმა განაცხადა, რომ პოლიცია ინტენსიურ კვლევას აწარმოებს მთელ მანჩესტერში. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამბერ რადმა თქვა, რომ 22 მაისის თავდასხმა იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე სხვა, აქამდე მომხდარი, და შესაძლებელია, რომ, რადის თქმით, თავდამსხმელი, მარტო არ მოქმედებდა. მინისტრის თანახმად, ჩანს, რომ თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ ამოიცნო როგორც ბრიტანეთში დაბადებული, 22 წლის სალმან აბედი, ახლახან დაბრუნდა ლიბიიდან. აბადი წარმოშობით ლიბიელია. მანჩესტერის თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ცნობით, აბედის ძმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG