Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანჩესტერის თავდასხმასთან დაკავშირებით დააპატიმრეს კიდევ რამდენიმე პირი


იუწყებიან, რომ, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დააპატიმრეს მანჩესტერში, კონცერტის დროს მომხდარ სისხლიან თავდასხმაში ეჭვმიტანილის ძმა. ამ ცნობას ავრცელებს ადგილობრივი ანტიტერორისტული პოლიციის წარმომადგენელი. მანამდე ბრიტანეთიდან გავრცელდა ცნობა, რომ 22 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავეს მეხუთე პირი. თავდასხმას მანჩესტერში 22 ადამიანი ემსხვერპლა. მანჩესტერის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დააკავეს უიგანში, მანჩესტერთან ახლოს მდებარე ქალაქში და მას თან ჰქონდა პაკეტი, რომელსაც ახლა შეისწავლიან. პოლიცია იუწყება, რომ 22 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით იძიებს "ქსელს" და მანჩესტერის მასშტაბით მიმდინარეობს ჩხრეკის ოპერაციები. ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, თვითმკვლელი მოიერიშე ბრიტანეთში დაბადებული, წარმოშობით ლიბიელი, 22 წლის სალმან აბედი იყო. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ამბერ რადის თქმით, ირკვევა, რომ აბედი თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა ბრიტანეთში ლიბიიდან.

XS
SM
MD
LG