Accessibility links

სტოლტენბერგი: ნატოს ლიდერები შეთანხმდებიან "ისლამური სახელწმიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსის მონაწილეობაზე


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები დღეს უნდა შეთანხმდნენ ნატოს მონაწილეობაზე საერთაშორისო კოალიციაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი სიტყვებით, ეს ძლიერი პოლიტიკური სიგნალი იქნება ნატოს ვალდებულების შესახებ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდრების შეხვედრის წინ. ეს პირველი ასეთი შეხვედრაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით. მაგრამ სტოლტენბერგა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგმა არ ითვალისწინებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ნატოს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG