Accessibility links

სესიაშვილი: საქართველში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა ქვეყნის დემოკრატიის და პროგრესის აღიარებაა


თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გახსნის წინ, საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა. მისი განცხადებით, 26 მაისიდან 4 დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც საქართველოს დემოკრატიის და პროგრესის და ქვეყნის მიმართ ნატოს დამოკიდებულების აღიარებაა. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, 2002 წლის შემდეგ საქართველოა ნატოს პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. „როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე არ იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიღებული იქნება საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე დელეგატი ნატოს 28 წევრი და 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნიდან.

XS
SM
MD
LG