Accessibility links

ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები და ტრამპი ვერ შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკავშირის ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას გარკვეულ საკითხებზე: „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, განვიხილეთ ისეთი საკითხებია, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კლიმატი და სავაჭრო ურთიერთობები. ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც შეთანხმებას მივაღწიეთ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა და დარწმუნებული ვარ, არ მომიწევს იმის ახსნა, თუ რატომ. თუმცა გარკვეული საკითხები კვლავ ღიად რჩება, მაგალითად კლიმატთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული თემები“ - უთხრა რეპორტიორებს ტუსკმა. ევროპარლამენტის საბჭოს პრეზიდენტის გარდა, ტრამპი თავისი პირველი საგარეო ტურნეს ფარგლებში, შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერს ფედერიკა მოგერინისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის. ტუსკის განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, უკრაინასთან დაკავშირებით ის და ტრამპი „ერთ მხარეს“ რჩებიან, თუმცა, მისივე თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთთან დაკავშირებით „საერთო აზრი“ აქვთ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG