Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში შეიკრიბნენ ნატოს წევრი 28 ქვეყნის ლიდერები


25 მაისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში შეიკრიბნენ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი 28 ქვეყნის ლიდერები, რათა კიდევ ერთხელ მოსთხოვონ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, გამოხატოს ღია მხარდაჭერა ნატოსადმი, რომელიც ერთ დროს მან მოიხსენია, როგორც „მოძველებული“. უსაფრთხოების ალიანსის ლიდერები იმედოვნებენ, რომ დაუმტკიცებენ ტრამპს იმას, რომ ნატოს არსებობა სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი და რომ ის მზად არის იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ განცხადებებს წინ უძღოდა აფეთქება ინგლისის ქალაქ მანჩესტერში, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მანამდე განაცხადა, რომ ალიანსის წევრები შეთანხმდებიან ნატოს მონაწილეობაზე საერთაშორისო კოალიციაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. ბრიუსელში ჩავიდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ბედნიერია, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ იმას, რომ ნატო უსაფრთხოების მთავარი სისხლძარღვია და რომ იგრძნობა სოლიდარობა საზოგადო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმისადმი“. ტრამპს თავისი პირველი საგარეო ტურნეს ფარგლებში, ბრიუსელში პროტესტით დახვდნენ. აქციაზე, რომელზეც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ამბოდნენ, რომ ისინი არ მიესალმებიან ტრამპის სტუმრობას ქალაქში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „ჯოჯოხეთი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG