Accessibility links

რუსეთს ხელისუფლების მტკიცებით, დააკავა „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი


რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს, მისივე მტკიცებით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი, რომლებიც გეგმავდნენ თავდასხმას მოსკოვის სატრანსპორტო ქსელზე. 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ დაკავებულებს შორის არიან რუსეთის და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები. მათი ინფორმაციით, ისინი სირიიდან იღებდნენ მითითებებს. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილთა ბინების ჩხრეკის დროს, სამართალდამცავებმა მიაგნეს სპეციალურ ლაბორატორიას, სადაც მზადდება ასაფეთქებელი მოწყობილებები, მათ შორის ისეთი საშუალებები, რომლებიც მომართული იყო გამოყენებისთვის. ამავე ლაბორატორიაში ასევე მიაგნეს ხელყუმბარებს, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ექსტრემისტულ ლიტერატურას და მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებებს. საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილები გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ზემოთ აღნიშნული განცხადების შემოწმება.

XS
SM
MD
LG