Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ ბარაკ ობამას გამოჩენას


ბერლინში განსაკუთრებულად დახვდნენ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, რომელმაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად მონაწილეობა მიიღო საჯარო დებატებში. ობამა და მერკელი გამოჩნდნენ ბრანდენბურგის კარიბჭესთან მოწყობილ ტრიბუნასთან, სადაც ასევე შეკრებილი იყო ათასობით ადამიანი, პროტესტანტული რეფორმაციის 500 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. გერმანიის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების გამო, მობილიზებული იყვნენ ვერტმფრენები და სნაიპერები. ობამამ შეაქო მერკელი, მისი თქმით, „მნიშვნელოვანი საქმეების“ გამო და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, რომელთა დაცვისთვისაც იბრძოდნენ, ობას თქმით, ის და გერმანიის ლიდერი. მზარდ ნაციონალისტურ განწყობებსა და ქსენოფობიაზე საუბრისას, ობამამ ბერლინის ცენტრში შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ „უნდა შევასუსტოთ იმგვარი ტენდენციები, რაც გამოიწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას, დემოკრატიის შეზღუდვასა და ინდივიდუალური თავისუფლებების აკრძალვასო“.

XS
SM
MD
LG