Accessibility links

ტრამპმა მსოფლიოს „დიდ პრობლემად“ მოიხსენია ჩრდილოეთი კორეა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „დიდი პრობლემა“ უწოდა ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც, მისი თქმით, რამდენიმე ეტაპად განახორციელა სარაკეტო გამოცდა: „ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ... ეს დიდი პრობლემაა. ეს მსოფლიოს პრობლემაა და მოგვარდება. რაღაც მომენტში მოგვარდება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ამაში“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შინზო აბესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც წინ უსწრებდა იტალიის კუნძულ სიცილიაზე დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტს. ტრამპის ადმინისტრაცია უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად აღიქვამს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG