Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაითს უოჩი“ ადასტურებს ჩეჩნეთში მცხოვრები ჰომოსექსუალებისა და ბისექსუალების წამების ფაქტს


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ადასტურებს, რომ 2017 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთის პოლიციამ შეიპყრო, აწამა და იძალადა ათასობით ჰომოსექსუალსა და ბისექსუალზე, „ჩეჩნეთის საზოგადოების მათგან გაწმენდის მიზნით“. 26 მაისს გავრცელებულ ანგარიშში უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული წმენდა“ თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდა. მათივე მტკიცებით, ამ ძალადობრივი ქმედების შესახებ ბრძანების გაცემასა და აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ჩეჩნეთის ხელისუფლებას ეკისრება. მას შემდეგ რაც, აპრილის დასაწყისში, რუსეთის გამოცემამ, „ნოვაია გაზეტამ“ პირველად გამოაქვეყნა ცნობები ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ, ჩეჩნეთის ამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა სხვა მედიასაშუალებებთანაც, მათ შორის რადიო თავისუფლებასთანაც დაიწყეს ლაპარაკი ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონში მათი მძიმე ყოფის შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ თავიდანვე უარყო ბრალდებები, თუმცა საერთაშორისო წნეხის გამო, რამდენიმე ფედერალურმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო. თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი თქვა, რომ გავრცელებულ ცნობებზე დაელაპარაკება მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს.

XS
SM
MD
LG