Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადაზვერვო სფეროში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა გრძელდება


დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ 25 მაისიდან გააგრძელა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ის სამსახურებთან, მას შემდეგ რაც ვაშინგტონისგან მიიღო დადასტურება, რომ ინფორმაციის გაზიარების პროცესი დაცული იქნება. ამით წერტილი დაესვა ეჭვებს, რომლებიც გამოწვეული იყო მანჩესტერში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციის გაჟონვით აშშ-ის მედიაში. „როგორც წესი, არ ვსაუბრობთ ხოლმე ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული შეთანხმებების შესახებ, მაგრამ, რადგან მივიღეთ ახალი გარანტიები, ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან მსოფლიოში, მათ შორის „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსის წევრებთან - განაცხადა მარკ როვლიმ, ტერორიზმთან ბრძოლის წამყვანმა ოფიცერმა ბრიტანეთში. „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსი აერთიანებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას. ინფორმაციის გაცვლის პროცესის დაცულობის მნიშვნელობაზე გუშინ ისაუბრეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

XS
SM
MD
LG