Accessibility links

მოლდავეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს კიშინოვის მერი და მერიის თანამშრომლები


25 მაისის საღამოს მოლდავეთის ანტიკორუფციულმა საგამოძიებო სამსახურმა კორუფციაში ეჭვის გამო დააკავა კიშინოვის მერი, დორინ კირტოაკე და ქალაქის საკრებულოს წევრები. მოლდავეთის სახელმწიფო ანტიკორუფციულ ცენტრს 72 საათის განმავლობაში, საკრებულოში საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ჰყავდა დაკავებული დედაქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები. კირტოაკეს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან მითითებები მისცა თავის მოადგილეს, ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიასთან, EME Parkleitsystem GmbH-სთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. მერმა ეს ხელშეკრულება მაისში გააუქმა. ბრალდებებს ჯერ-ჯერობით არ უპასუხებს არც კირტოაკე და არც ავსტრიული კომპანია. ანტიკორუფციული ცენტრის განცხადებით, ამ კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა ქალაქის მერიის თანამშრომლებთან გაფორმებული „გარიგებების“ საფუძველზე. ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება მერიის 7 თანამშრომელი, მათ შორის მერის ორი მოადგილე. 38 წლის დორინ კირტოაკე ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა. კიშინოვის მერის პოზიციაზე ის 2007 წელს დაინიშნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG