Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ ტერორიზმთან ბრძოლაზე, უთანხმოება დარჩა კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით


დიდი შვიდეულის, სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ლიდერების განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ტერორიზმთან საბრძოლველად, ასევე შემცირდა აზრთა სხვადასხვაობა ვაჭრობის საკითხებზე - თუმცა აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან მათ ვერ შესძლეს უთანხმოების გადაჭრა კლიმატის ცვლილებების საკითხზე. სიცილიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, 26 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერები მოითხოვენ ინტერნეტში გავრცელებული ექსტრემისტული შინაარსის მესიჯებს უფრო მეტად შეებრძოლონ ინტერნეტის პროვაიდერები და სოციალური ქსელების კომპანიები. ამასთან, ლიდერები აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალებით შეებრძოლებიან უცხო ქვეყნის მებრძოლებს, კონფლიქტების ისეთი კერებიდან, როგორიცაა სირია. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, ლიდერებს შორის შემცირდა ვაჭრობის საკითხის გარშემო უთანხმოებაო, თუმცა დასძინა, რომ კლიმატთან მიმართებით გასატარებელი ზომების გეგმა ჯერჯერობთ შეჩერებულია, რადგან ტრამპს კვლავაც არ აქვს გადაწყვეტილი შეასრულებს თუ არა თავის პირობას პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ამ შეთანხმებას დიდი შვიდეულის ყველა დანარჩენი წევრი უჭერს მხარს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპს ყველა სხვა ლიდერმა მოუწოდა პარიზის შეთანხმების მხარდაჭერისკენ.

XS
SM
MD
LG