Accessibility links

ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა


ეგვიპტელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 26 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ავტობუსში ქრისტიანი კოპტები ისხდნენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იმოწმებს ეგვიპტის მინიას პროვინციის გუბერნატორის, ესამ ალ-ბედაივის ნათქვამს, რომლის თანახმადაც, 26 მაისს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კაიროდან დაახლოებით 200 კილომეტრზე სამხრეთით მდებარე მონასტრისკენ მიმავალ ქრისტიანებს. მსხვერპლის ამავე რაოდენობას ახსენებს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო „დეპეა“, რომელიც იმოწმებს ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ციტატას. გასული წლის დეკემბერსა და აპრილში, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თვითმკვლელი ტერორისტები სამჯერ დაესხნენ თავს, უმეტესწილად მუსლიმურ ქვეყნებში მდებარე კოპტურ ეკლესიებს, რის შედეგადაც მრავალი ქრისტიანი დაიღუპა. ექსტრემისტები თავდასხმებით დაემუქრნენ კოპტებს, რომლებიც ეგვიპტის მოსახლების 10%-ს შეადგენენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG